15:04 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 12:21:09, 519 ნახვა

პოლიტიკა
GFK: საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულ ოცნებას” ხმას გამოკითხულთა 22,4 %, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი, 21,7 % მისცემდა

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულ ოცნებას” ხმას გამოკითხულთა 22,4 %, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი 21,7 % მისცემდა.

კითხვაზე - თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას გამოკითხულთა 22.4%-მა დაასახელა ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი 21.7%-მა.

გამოკითხულთა 7.8% სახელმწიფო ხალხისთვის -პაატა ბურჭულაძეს ასახელებს.

6.2%  ფიქრობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ხმას თავისუფალ დემოკრატების მისცემდა.

ლეიბორისტული პარტია 2.8%, პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი 2.2%,

ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო 1.6 %, რესპუბლიკური პარტია 0.6 %, ახალი საქართველო -გიორგი ვაშაძე 0.5 %, პოლიტიკური ცენტრი - გირჩი 0.3 %, საქართველოს გზა -სალომე ზურაბიშვილი 0.2 %, თავისუფალი საქართველო - კახა კუკავა 0.2

კვლევის მიხედვით, ეროვნული ფორუმის მხარდაჭერა  0.1%-ით განისაზღვრა.

არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ვეტერანების პარტიას ხმას 0.1% მისცემდა.

ქართული დასი - ჯონდი ბაღათურია 0.1%, ლადო ბედუკაძე - ცენტრისტები 0.1%, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და ეროვნულ დემოკრატიული პარტია 0.0%

3.9% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა.

უარი პასუხზე 10.0%-მა განაცხადა, ხოლო  მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია 19.4 %.

გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაცია GFK-მ კვლევა ”რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩაატარა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევა საქართველოში 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში 2 ათას 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა
საფრანგეთში, გასტრონომიის რამდენიმე ფესტივალზე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics