10:18 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 13:17:40, 556 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ხიდაშელის გადაწყვეტილებაზე: მსგავს საკითხებს კარგი წინასწარი ტექნიკური მომზადება სჭირდება

„ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას,  მინიმუმ კარგი, უწყებათაშორისი ტექნიკური მომზადება უნდა იყოს გავლილი“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  თავდაცვის მინისტრის ბრძანებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც  ჯარში სავალდებულო გაწვევა გაუქმდა.

კვირიკაშვილის თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები არის მრავალგანზომილებიანი და არაერთი უწყების ჩართულობას მოიცავს.

პრემიერი ფიქრობს, რომ ეს დაკავშირებულია  ფინანსებთან და ასეთი გადაწყვეტილებების  გახმოვანება არ ხდება წინასწარი, ტექნიკური მომზადების გარეშე.

 „რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება, რომ, ზოგადად, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, ცნობილია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებსა თუ პრესბრიფინგებზე. ნორმალური ფორმატია, რომ როდესაც ასეთ გადაწყეტილებას იღებ, უნდა იყოს გავლილი, მინიმუმ კარგი, უწყებათაშორისი ტექნიკური მომზადება. ამაზე იყო საუბარი. მგონია, ეს გაუგებრობა უნდა ამოვწუროთ. თინასაც, ალბათ ვურჩევ, სჯობს, სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ ამ საკითხის გასარკვევად", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ამასთან, კვირიკაშვილის განმარტებით, ეს არ არის საყოველთაო გაწვევის გაუქმება.

მისივე თქმით, ამ ტიპის გადაწყვეტილებებით, თავდაცვის მინისტრი უარს ამბობს დამატებით კონტინგენტზე.

"ვფიქრობ, მთელი ეს ფორმატი, გადაწყვეტილების იმპლემენტაციის, ანუ დანერგვის პროცესში, უნდა იქნას გავლილი და ეს არ არის ის, რომ სტრატეგიულ მიმართულებაში არის მიღებული ეს გადაწყვეტილება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - არჩევნები გადამწყვეტი იქნება, იმისთვის, რომ თავიდან მმოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი
პრეზიდენტი - მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics