15:04 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 13:03:35, 583 ნახვა

პოლიტიკა
GFK: გამოკითხულთა 12,6 % საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს მარგველაშვილს, 9,9 % ბაქრაძეს, 7,1 % კი, სააკაშვილს დაუჭერდა

ამერიკულ-გერმანული ორგანიზაცია GFK-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, კითხვაზე: შემდეგ კვირას, საპრეზიდენტო არჩევნები, რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას - გამოკითხული 2200 ადამიანიდან 12.6% მხარს გიორგი მარგველაშვილის უჭერს.

GFK-ის მიერ 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებში მეორე ადგილს დავით ბაქრაძე 9.9%-ით იკავებს.

გამოკითხულთა 7.1% საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს მისცემდა ხმას. პაატა ბურჭულაძეს 5.4%.

კვლევის თანახმად, ირაკლი ალასანიას 5.0% უჭერს მხარს. შალვა ნათელაშვილს გამოკითხული მოსახლეობის 3.1% ანიჭებს უპირატესობას.

გიორგი კვირიკაშვილი მისაღებია მხოლოდ 2.6%-ისთვის. ბიძინა ივანიშვილის მხარს მხოლოდ 2%-ი დაუჭერდა. ასევე 2%-ი ხმას ნინო ბურჯანაძეს მისცემდა. 2200 ადამიანიდან 1.1 %-ისთვის ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაა მისაღები.

დავით თარხან-მოურავს ხმას 0.7% აძლევს. ლევან ვასაძეს 0.6%, დავით სერგეენკო კი 0.4%-ისთვსი არის მისაღები.

ირმა ინაშვილის კანდიდატურას 0.4% უჭერს მხარს. ასევე 0.45% გიორგი ვაშაძეს უჭერს ხმარს. გიგი უგულავა მოსწონს - 0.3%-ს.  დავით უსუფაშვილის მხარდამჭერი 0.3% აღმოჩნდა. გიორგი თარგამაძის მომხრე 0.2%-ია და ასევე სალომე ზურაბიშვილს 0.2% დაუჭერდა მხარს.

სახელისუფლებო კანდიდატი გამოკითხული მოსახლეობის 0.2%-ისთვის არის მისაღები.

ცნობისთვის, სოციოლოგიური გამოკითხვა, "რუსთავი-2"-ის დაკვეთით ჩატარდა. გამოკითხვა 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში 2 ათას 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.%.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა
კალაძე - ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ - ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics