05:01 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 13:59:01, 610 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: არჩევნებს დიდი უპირატესობით მოვიგებთ, ეს იქნება სავარაუდოდ ასზე მეტი ადგილი პარლამენტში

„აბსოლუტურად დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს არჩევნებზე და  სავარაუდოდ ასზე მეტი ადგილი იქნება პარლამენტში“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება მოწოდებულია, რომ  ჩაატაროს ერთ-ერთი  ყველაზე დემოკრატიული არჩევნები საქართველოს უახლოეს ისტორიაში.

“ერთადერთი, რაც აბსოლუტური დარწმუნებით მინდა ვთქვა, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ამ არჩვევნებზე.  ვფიქრობ, ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი უპირატესობით, ეს იქნება სავარაუდოდ ასზე მეტი ადგილი პარლამენტში”,-აღნიშნა პრემიერმა.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ მისი დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულებას განსაზღვრავს.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე - თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 22.4%-მა დაასახელა "ქართული ოცნება", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი 21.7%-მა. გამოკითხულთა 7.8% სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძეს ასახელებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics