17:17 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 14:07:00, 736 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვცვლით რეპრესიულ კულტურას და შემოგვაქვს დაბალანსებული ანტინარკოტიკული პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, რომელიც სამედიცინო სფეროში დანაშაულის წინააღმდეგაა მიმართული.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მედიკამენტების გაყალბება ტრანსნაციონალური დანაშაულია, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ რთულია და ამ კუთხით  მთავრობამ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა და საზოგადოებამ უნდა ითანამშრომლონ. 

მინისტრმა იმ საკანონმდებლო ბაზასა და ინსტიტუციურ მექანიზმებზე ისაუბრა, რაც მედიკამენტების გაყალბების დანაშაულთან წარმატებული ბრძოლის საშუალებას იძლევა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ბაზას „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი ქმნის. კერძოდ, კრიმინალიზებულია უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა კი პასუხისმგებლობას აწესებს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირისათვის. თუმცა, როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, წამლების გაყალბების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის შესაძლოა, კანონმდებლობა კიდევ დაიხვეწოს.

იუსტიციის მინისტრმა ანტინარკოტიკულ პოლიტიკაზეც ისაუბრა:

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვცვლით რეპრესიულ კულტურას და შემოგვაქვს დაბალანსებული ანტინარკოტიკული პოლიტიკა, რომლის თითოეული მიმართულება არის ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპზე დამყარებული. ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგია მიმართულია ნარკოტიკების მოთხოვნისა და მიწოდების შემცირებისკენ, ნარკომანიისგან გამოწვეული ზიანის შემცირებისკენ, მონიტორინგისა და კოორდინაციის გაძლიერებისკენ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ანტინარკოტიკული პოლიტიკა ძალიან მგრძნობიარე თემაა და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ღონისძიება არის კვლავ განსახორციელებელი“, - აღნიშნა წულუკიანმა.

სამინისტროს ცნობით, კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ფალსიფიცირებული მედიკამენტების შესახებ; მომოიხილეს ის საფრთხეები, რომლებსაც ასეთი წამლები მომხმარებლების ჯანმრთელობას უქმნის.  კონფერენციის დიდი ნაწილი სამედიცინო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და მედიკამენტების ფალსიფიცირების პრევენციის საკითხებს დაეთმო. შედგა თემატური სესიები, რომელთა ფარგლებშიც ღონისძიებების მონაწილეებმა დისკუსიები გამართეს და ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს ფალსიფიცირებული მედიკამენტების კუთხით არსებული პრობლემებისა და მათთან  ბრძოლის შესახებ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics