10:07 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 14:19:35, 903 ნახვა

სამართალი
კარასანის განცხადებით, რუსეთის მხარეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს

პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში  მორიგი შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრაობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, უკანასკნელ პერიოდში საოკუპაციო ხაზთან უკანონო ქმედებების გათვალისწინებით, შეხვედრის დასაწყისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის  ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსული მხარის ყურადღება გაამახვილა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან  საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე.

აბაშიძემ  აღნიშნა, რომ ასეთი სასტიკი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და ხაზი გაუსვა დამნაშავის სწრაფად დაპატიმრების აუცილებლობას.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ზოგადად გაიზიარა ეს პოზიცია, თუმცა განაცხადა, რომ მკვლელობა კონკრეტული ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ჩადენილი დანაშაულია და რუსეთის მხარეს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ზურაბ აბაშიძემ ასევე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.

ამავე კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.

მათივე ცნობით, გაიმართა საუბარი სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებზე, რაც გათვალისწინებულია პრაღის ფორმატის დღის წესრიგით. მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები, კერძოდ, რუსეთის ბაზარზე ქართული ექსპორტის, ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის კუთხით.

შეხვედრაზე ითქვა, რომ 2016 წლის 5 თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის შეიმჩნევა სავაჭრო ბრუნვისა და საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდის დინამიკა.

ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა, რომ ქართულმა მხარემ რამდენიმე თვის წინ დაასრულა მუშაობა 2011 წელს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჰუმანიტარული საკითხები, კერძოდ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში იხდიან სასჯელს  ჯაშუშობის ბრალდებით. აღინიშნა, რომ განვლილ პერიოდში საქართველოს 6 მოქალაქე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. 28 ივნისს, კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე განთავისუფლდება და იგი სამშობლოში დაბრუნდება.

პრაღაში მომდევნო შეხვედრის თარიღი  მოგვიანებით დაზუსტდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე თავდასხმას 38 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ,,ჰეზბოლას“ წევრია
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics