16:39 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 14:21:08, 536 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია ხიდაშელის გადაწყვეტილებაზე: არ უნდა დარჩეს ჩთაბეჭდილება, რომ ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ გადაიდგა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია წვევამდელებთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ ხელმოწერილ ბრძანებას გამოეხმაურა.

ბესელიას შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები  პოლიტიკისა და სტრატეგიის ნაწილია  და  საჭიროა როგორც ფორმის, ისე შინაარსის  დაცვა და  მაქსიმალურად  კოორდინირება   მთავრობის მეთაურთან, პარლამენტთან და პრეზიდენტთან-შეიარაღებული ძალების  მთავარსარდალთან.

 "მაშინ, როცა სამივე პირი, პრემიერი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი  გამოთქვამს უკმაყოფილებას  ასეთი ფორმით გადაწყვეტილების   გამო,  ეს ნიშნავს, რომ  არ იყო კარგი კოორდინაცია და საკმარისი  პროცედურები იმისათვის, რომ  ჩამოყალიბდეს ერთიანი მიდგომა ამ საკითხის მიმართ",-განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე- ამობენ, რომ "რესპუბლიკელი" მინისტრები ყელში ეჩხირებათ და ხიდაშელის გადაწყვეტილებას  ამიტომ აკრიტიკებენ, ბესელიამ ასე უპასუხა:

"პირიქით არ უნდა დარჩეს ჩთაბეჭდილება, რომ ეს ნაბიჯი ამ ფორმით გადადგმული იყო წინასაარჩევნოდ. ასეთი თემები მაქსიმალურად უნდა  ავაცილოთ ისეთ ძალიან მნიშვნელოვან  სფეროს, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება",-განაცხადა ეკა ბესელიამ.

თავდაცვის სამინისტრო ჯარში სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს.

 შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი გუშინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების თვალწინ მოაწერა.

"უამრავი საუბარია იმაზე, რომ ჯარში წვევამდელები მონურ შრომას ექვემდებარებიან, უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც ჩვენ ამის უფლებას არ უნდა ვაძლევდეთ საკუთარ  თავს, არ უნდა  შეურაცხვყოფდეთ შეიარაღებულ ძალებს და სწორედ ამიტომ, დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ 2017 წლიდან გაწვევა ჯარში აღარ არსებობდეს,  ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზირისთ ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეიარაღებულ ძალებში.  ეს არ გამოვიდა, თუმცა  ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც მე, როგორც თავდაცვის მინისტრს, შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო. თქვენი თანდასწრებით მე ბრძანებას ვაწერ ხელს, რომლითაც ვაცხადებთ, რომ  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მოთხოვნას და  ეს ბრძანება ძალაშია დღეიდან.ფორმა არის ასეთი, რომ  ჩვენ მივმართავთ მთავრობას ყოველი გაწვევის წინ, რომ გვჭირდება ამდენი სამხედრო მოსამსახურე და შემდეგ უკვე საერთო გაწვევიდან ხდება შერჩევა იმ ადამიანების, ვინც თავდაცვის სამინისტროში გადიან სამსახურს. დღეს მე ვაცხადებ, რომ თავდაცვის სამინისტრო, ოფიციალურად მინისტრის ბრძანებით, აღარ განახორციელებს გაწვევას და აღარ განახორციელებს მოთხოვნას წვევამდელების გაწვევაზე. ნებისმიერ ჩემს შემდგომ მინისტრს ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს, რომ დააბრუნოს ჯარში წვევამდელები",- აღნიშნა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახრციელებენ, თუმცა თინა ხიდაშელის ბრძანება მათზე არ ვრცელდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა
კობახიძე - ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენს აშშ-ში 9 მაისს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics