23:29 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 18:51:14, 965 ნახვა

ეკონომიკა
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შესაძლებელი იქნება ქართული პროდუქციით ვისიამოვნოთ“

"თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შესაძლებელი იქნება ქართული პროდუქციით ვისიამოვნოთ" -  ამის შესახებ შვეიცარიაში ქართულ მხარესთან შეხვედრისას  ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლილია ალფრედსდოთირმა განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, FTA-ს შეთანხმების ხელმოწერა როგორც პროცესის დასასრულს, ისე დასაწყის აღნიშნავს.

„ის აღნიშნავს იმ პროცესის დასასრულს, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო, როდესაც საქართველოსა და FTA-ს ქვეყნებს შორის გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია თანამშრომლობის შესახებ, რომელმაც მეტი ოფიციალურობა შესძინა ჩვენს ურთიერთობებს. სწორედ ამ ოფიციალურმა ურთიერთობებმა  მოგვცა შესაძლებლობა დაგვეწყო მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულები შესახებ. ორივე მხარის მიერ გამოვლენილი თავდადებისა და პროფესიონალიზმის წყალობით,  ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მომზადებას მხოლოდ სამი რაუნდი დასჭირდა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება FTA-ს ქვეყნებსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მყარი საფუძველი“ -  აღნიშნა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლილია ალფრედსდოთირის განცხადებით, ამ მოლაპარაკებების შედეგი - ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ხსნის ორივე მხარისთვის. მისი თქმით,  მხარეებს შორის ურთიერთობების ახალი ეპოქა იწყება.

„იმედს ვიტოვებ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესაძლებელს გახდის ვისიამოვნოთ თქვენი მშვენიერი ქვეყნიდან მოსული მაღალი ხარისხის პროდუქციით და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ შეგვეძლება უფრო მჭიდრო და მყარი ურთიერთობები დავამყაროთ იმ თბილ და მეგობრულ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში“ - მიმართა საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics