15:22 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 12:56:24, 663 ნახვა

სამართალი
ვინ და რატომ ცდილობს კიწმარიშვილის საქმის გაყალბებას - ვიდეო ექსკლუზივი

ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსმა" მიაკვლია მოწმეს, რომელიც ნანა კაკაბაძის ჩვენებებს თავდაყირა აყენებს.

მოწმე, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანონ გახმაურებულ საქმეში. ერთ-ერთმა მათგანმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების გარეომოებებზე გამოძიებას დამატებითი ინფორმაცია უკვე მიაწოდა. კონკრეტული პირების ვინაობა ჯერ არ სახელდება, თუმცა გარდაცვლილის ოჯახის განცხადებით, ისინი შესაძლოა გამოძიების მთავარი მოწმეები გახდნენ. ეს გახდათ ახალი ამბების მთავარი გზავნილი 2015 წლის 9 თებერვალს. 

როგორც უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გაზეთ "პრაიმ ტაიმს"განუცხადა, მან პროკურატურას ორჯერ მისცა ჩვენება იმის შესახებ, რაც მისთვის გახდა ცნობილი. ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ სადაც კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტი მოხდა, პირველივე წუთებში, სანამ შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები და ჟურნალისტები მივიდოდნენ, ავტოფარეხთან გაჩერდა მანქანა, ტაქსის ტრაფარეტით.იქიდან გადმოვიდა ერთი ადამიანი და ჩავიდა ავტოფარეხში. მისი მანქანიდან გადმოსვლისთანავე,  მეორე ადამიანმა მოხსნა ტაქსის ტრაფარეტი.პირი,რომელიც ავტოფარეხში ჩავიდა, იქიდან მალევე ამობრუნდა, ერთ ადგილზე მივიდა და თქვა,თუ გაიგეთ რომ ეროსი კიწმარშვილმა თავი მოიკლაო?
რაც შეეხება ამ ადამიანების სახელებს და გვარებს, ნანა კაკაბაძემ აღნიშნა, რომ სახელებზე და გვარებზე საჯაროდ არ ისაუბრებს. 

ამ განცხადებიდან რამდენიმე ხანში "ექსპრესნიუსმა" მიაკვლია მთავარ მოწმეს, რომელიც ნანა კაკაბაძეს ესაუბრა და ამ საუბრის შინაარსი კაკაბაძემ მედიას მოუყვა. როგორც მოწმე ამბობს, ნანა კაკაბაძემ ტაქსის შემთხვევა გააყალბა და გამოძიება განზრახ შეცდომაში შეიყვანა. ვიოლა ბელოვას თქმით,  ტაქსიდან,  რომელიც მან დაინახა, ნამდვილად პოლიციელები გადმოვიდნენ და მკვლელობის ადგილას ჩავიდნენ, კაკაბაძემ კი,  ეს ეპიზოდი განზრახ გააყალბა.

კიწმარიშვილის საქმის მთავარ მოწმესთან ვრცელი ინტერვიუს სანახავად დააჭირეთ ჩართვის რეჟიმს

პ.ს ვიდეოს ერთ მონაკვეთში,  სადაც უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე საუბრობს, გამოყენებულია ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ახალი ამბების გამოშვების "კურიერის" სიუჟეტის ნაწილი. 








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics