16:25 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 19:06:02, 2169 ნახვა

საზოგადოება
ფრანგული კომპანია „პეჟო“ ქართულ ბაზარზე ბრუნდება

ფრანგული საავტომობილო  კომპანია „პეჟო“ ქართულ ბაზარზე ბრუნდება. კომპანიის დაბრუნებასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, დღეს, 28 ივნისს, 20:00 საათზე,  „პეჟოს“ (ჯორჯ ბალანჩინის#36) ცენტრში პრეზენტაცია გაიმართება. 

 ღონისძიებას  „პეჟოს“  ოფიციალური იმპორტიორი კომპანიის Lion Auto-ს დამფუძნებელი  გიორგი ცნობილაძე გახსნის.  ამასთან, პრეზენტაციას დაესწრებიან:  საფრანგეთის ელჩი და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია,  ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე, "იბერია ბიზნეს ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგორიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

 აღსანიშნავია, რომ თბილისში იმყოფება ქვეყნების გაყიდვების დირექტორი  ალექსეი ტურნოვსკი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს  საქართველოში  პეჟოს ბრენდის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში.

კომპანია პეჟო  1810  წელს დაარსდა. ცენტრი გთავაზობთ ევროპული ავტომობილების ფართო არჩევანს, ასევე საუკეთესო სერვისს, ევროპაში სერტიფიცირებული მექანიკოსებით. "პეჟო" ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, ის ევროპის მეორე უდიდესი საავტომობილო კონგლომერატ "PSA პეჟო სიტროენის" ნაწილია. პეჟოს მოდელები გაყიდვებში ლიდერობენ და მათ შორის Peugeot 308 2015 წლის დეკემბრიდან გაყიდვების ერთპიროვნული ლიდერია.

 "პეჟოს" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ლოგო აქვს - ორ ფეზე მდგარი ლომი. ის კომპანიის პროდუქციას 1858 წლიდან ამშვენებს, ავტომობილებზე კი, ამ ემბლემას ყოველთვის დიზაინის ელემენტის როლი ეკისრა. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენს აშშ-ში 9 მაისს შეხვდება
საქართველო თამბაქოს გარეშე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა
მერია - N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics