17:19 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 22:05:37, 521 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე: GFK-ს უკრაინაში მოსყიდული პანელისტებით რეიტინგების გაყალბების გამო სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის უფლება ჩამოართვეს

"GFK-ს 2014 წელს უკრაინაში ჩამოართვეს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის უფლება მოსყიდული პანელისტებით რეიტინგების გაყალბების გამო" - ამის შესახებ განცხადებას ახალი პოლიტიკური ცენტრი ”გირჩის” დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე პოსტის სახით ავრცელებს. 

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, გამოქვეყნებული კვლევის შედეგები წინასწარ იყო ცნობილი მიხეილ სააკაშვილისთვის.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ GFK-ს უკრაინულმა წარმომადგენლობამ 2015 წლის იანვარში ჩაატარა სკანდალური კვლევა ყირიმის ნახევარკუნძულზე და განაცხადა, რომ ყირიმის მოსახლეობის 93% მხარს უჭერდა რუსეთთან მიერთებას, მაშინ, როდესაც ყირიმის მოსახლეობის 12%-ს შეადგენენ თათრები, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ასეთი მიერთების.

”ამ ”ობიექტური” კვლევის შედეგები 3 დღით ადრე წინასწარ იცოდა და ამის შესახებ წინასწარ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მანვე გამორჩეულად გაუსვა ხაზი ”ჩვენგან წასულ, ახლად შექმნილი პარტიების” რეიტინგს, რომელიც როგორც ჩანს განსაკუთრებით ადარდებს. კვლევა ჩატარდა GFK-ს უკრაინული წარმომადგენლობის მიერ, მაგრამ ”რუსთავი2”-ს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე თუ ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები, სავარაუდოდ იმიტომ, რომ სანდოობის მიმართ კითხვის ნიშნები შეიძლება გაჩენილიყო.

იგივე GFK-ს უკრაინულმა წარმომადგენლობამ 2015 წლის იანვარში ჩაატარა სკანდალური კვლევა ყირიმის ნახევარკუნძულზე და განაცხადა, რომ ყირიმის მოსახლეობის 93% მხარს უჭერდა რუსეთთან მიერთებას, მაშინ, როდესაც ყირიმის მოსახლეობის 12%-ს შეადგენენ თათრები, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ასეთი მიერთების. GFK-ს 2014 წელს უკრაინაში ჩამოართვეს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის უფლება მოსყიდული პანელისტებით რეიტინგების გაყალბების გამო, რაც თავად GFK-მაც აღიარა. გაუგებარია, ასეთი გამოცდილების შემდეგ, რატომ გადაწყვიტა ”რუსთავი2”-მა კვლევის GFK-ს უკრაინული წარმომადგენლობის ქოლგის ქვეშ ჩატარება.

ჩვენთვის ეს კვლევა უფრო პოლიტიკრი ბრძოლის ტაქტიკური ელემენტია, ვიდრე მოსახლეობის განწყობების რეალური შესწავლა. ”გირჩი” აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს ივლისის პირველი კვირიდან და ჩვენი რეალური მხარდაჭერა გამოჩნდება 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს”, - ნათქვამია ზურაბ ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics