16:08 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 01:47:51, 675 ნახვა

სტამბულის აეროპორტში ტერაქტის შედეგად დაღუპულია 28 ადამიანი 60 მეტი დაშავდა

ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებს სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. - ამის შესახებ, ჟურნალისტებს თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბეკირ ბოზდაგმა განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ტერორისტმა აეროპორტის დაცვას ცეცხლი კალაშნიკოვის ავტომატით გაუხსნა. ვრცელდება ვიდეოკადრები სადაც ჩანს, რომ ტერორისტი თავს იფეთქებს. აეროპორტში ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა განაცხადა. 

პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო თამბაქოს გარეშე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა
მერია - N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა
პრემიერი - გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი დამნაშავეობა დაადასტურა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics