23:17 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 03:37:36, 604 ნახვა

სტამბულის ტერაქტის შედეგად მხვერპლი იზრდება: 50 გარდაცვლილი და 147 დაჭრილი

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმების შედეგად მსხვერპლი იზრდება, ბოლო მონაცემებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა. თურქული მედიის ცნობით,  დაშავებულთა რაოდენობამ 147 მიაღწია. გარდაცვლილთა რიცხვის  50-მდე გაიზარდის შესახებ, ინფორმაცია Associated Press-მა თურქეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა.

"იმედი მაქვს, სტამბოლის აეროპორტში მომხდარი თავდასხმა მსოფლიოსთვისა და პირველ რიგში, დასავლეთისათვის ტერორიზმთან ბრძოლაში გარდამტეხი იქნება. ტერორისტული ჯგუფებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სტამბოლი, ბერლინი, ანკარა თუ ჩიკაგო." - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა.

ტერაქტზე ამ დრომდე პასუხისმგებლობა არც-ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ამერიკულ მედიას უთხრა: არსებობს ალბათობა, რომ სტამბოლის აეროპორტში მომხდარი თავდასხმების უკან რამადანამდე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ თურქეთში გაგზავნილი 35 ტერორისტი იდგეს.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics