2016-06-29 12:09:24, 860 ნახვა
კომენტარი
ხადური: ახლა ისე, როგორც არასდროს, თურქეთს სჭირდება ჩვენი, ყველას თანადგომა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „შემძრა თურქეთში მომხდარმა საშინელმა ტერაქტმა. ყოვლად დაუშვებელია, ადამიანების სიცოცხლე ეწირებოდეს ტერორისტების უაზრო და ყოვლად გაუმართლებელ ქმედებებს. ვიზიარებ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების, თურქი ხალხის მწუხარებას. ახლა ისე, როგორც არასდროს, თურქეთს სჭირდება ჩვენი, ყველას თანადგომა. იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცივილიზებული სამყაროს თანადგომით აღვკვეთთ ტერორისტულ აქტებს და დავამარცხებთ ამ ბოროტებას!“, - აცხადებს ხადური. ამასთან, ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მშვიდობით არიან დაბინავებულნი. ნოდარ ხადური სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულს ირაკლი ასაშვილს და საკონსულოს თითოეულ თანამშრომელს კრიზისულ სიტუაციაში გამართულად მუშაობისთვის მადლობას უხდის. „თუ არის ვინმე, ვინც სტამბოლში იმყოფება და საკონსულოსთან კონტაქტზე ჯერ კიდევ არ გასულა, გთხოვთ, დაუკავშირდით შემდეგ ნომერზე: +90 (541) 818 44 00", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
|
ომი უკრაინაშიკულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|