02:37 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 12:17:25, 536 ნახვა

საზოგადოება
სტამბოლში, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქულ მხარეზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ თერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვში საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო და პერმანენტულ კონტაქტს ახორციელებს.

„თურქეთის ქალაქ სტამბოლში გუშინ განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ  სტამბოლში და თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების უმაღლესი დონეა გამოცხადებული.  ჩვენს თანამემამულეებთან  ხშირ კონტაქტს ვახორციელებთ. მოვუწოდებთ მათ ვინც თურქეთის ტერიტორიაზე არიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლისგან თავი შეიკავონ. ასევე აღვნიშნავ, რომ სტამბოლში და საქართველოს საგარეო უწყებაში ცხელი ხაზი მოქმედებს. ამასთან, ცხელი ხაზი ანკარასა და ტრაპზონის  გენსაელჩოებში მოქმედებს“,-განაცხადა დავით ჯალაღანიამ.

მისივე თქმით, გუშინ სტამბოლში საქართველოს  გენერალური საკონსულოს დახმარებით და პრემიერ-მინისტრის უშუალო მითითებით იმ მოქალაქეებს, რომლებიც სტამბოლიდან გამოფრენა ვერ მოახერხეს სასტუმროში ცხოვრება დაუფინანსდათ.

„პრემიერის უშუალო მითითებით საქართველოს მთავრობამ სტამბოლში დარჩენილ 100-ზე მეტ  საქართველოს მოქალაქეს სასტუმროში ცხოვრება დაუფინანსა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე მოქალაქე საქართველოში ავტობუსით წამოვიდა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ავტობუსი თურქეთის ტერიტორიიდან  12:00  საათზე დაიძრა და გზაში არიან“,-განაცხადა ჯალაღანიამ.

ჯალაღანიას თქმით, თურქულ მხარეზე დაყრდნობით, სტამბოლის ათათურქის სახელობის  აეროპორტი 17:00 საათზე სრულ ფუნქციონირებას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცმებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა და 147 დაშავდა.

სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.

მსხვერპლთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics