11:58 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 13:57:30, 501 ნახვა

სხვადასხვა
საჯარო რეესტრში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კანონპროექტთნ დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის(ესმი) პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კანონპროექტის დახვეწასა და მის ევროპულ დირექტივებთან თავსებადობას ეხებოდა.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ექსპერტმა ფრიც კროსმა, რომელიც საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, პროექტში ჩართული სახელმწიფო  უწყებებისწარმომადგენლებთან ერთად ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული კანონპროექტი და მისი თანმდევი ცვლილებები განიხილა.

ეროვნული სივრცით მონაცემების ინფრასტრუქტურა ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთი ფორმაა და ვებპორტალის საშუალებით, დაინტერესებული პირებისთვის მაღალი ხარისხის, ჰარმონიზებული სივრცითი მონაცემების ხელმისაწვდომობას გულისხმობს. პროექტის განხორციელების შედეგად კიდევ უფრო ეფექტური გახდება გარემოს დაცვითი საკითხების, კატასტროფების, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტების მართვა და ფუნქციონირება; გამარტივდება სხვადასხვა ორგანიზაციას შორის მონაცემების გაცვლის პროცესი, შემცირდება ინფორმაციის მიღების დრო და რესურსი.

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და უკვე მოქმედ კანონმდებლობაში ცლილებების შეტანას გულისხმობს. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კანონპროექტი თავსებადი იყოს ევროპულ დირექტივებთან და ელექტრონული მმართველობის სტრატეგიასთან, რომელიც საქართველოში ხორციელდება. ავსტრიელმა ექსპერტმა კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებს რეკომენდაციები ამ კუთხითაც წარუდგინა.

საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც 2014 წელს ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. სამთავრობო კომისიის საქმიანობას, რომელიც ესმის შექმნისა და განვითარების მიზნით ჩამოყალიბდა, კოორდინაციას საჯარო რეესტრი უწევს.

შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების" პროგრამის მიერ ხორციელდება.
 
 
 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
გარემოს ეროვნული სააგენტო - ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიში მიიტანა
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics