16:43 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 14:47:52, 1236 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, დაშავებულია 239 ადამიანი

ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC სტამბოლის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, ტერაქტების სერიის შედეგად 239 ადამიანი დაშავდა.

სტამბოლის გუბერნატორის ცნობით, დაღუპულთა შორის თურქეთის 23 მოქალაქე და 13 უცხოელია.

არსებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის 5 და ერაყის 2 მოქალაქეა გარდაცვლილი. ასევე დაღუპულია უკრაინის, ირანის, ჩინეთის, იორდანიის, ტუნისის და უზბეკეთის მოქალაქეები.

როგორც BBC წერს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 5 ირანელი. ათათურქის აეროპორტზე თავდასხმის შემდეგ ირანმა სტამბოლთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.

ამასთან, დაშავებულთა შორის არის ყირგიზეთის ორი მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში გუშინ ტერაქტების სერია მოხდა.

სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics