09:15 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 15:02:57, 554 ნახვა

სხვადასხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი: სასამართლო ხელისუფლების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნაწილში უმნიშვნელოვანესია

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად სასამართლოსა და ბიზნესის ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ტექნოპარკის შენობაში გაიმართა და მას უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, ვიცე-პრემიერი,  ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აბულაშვილი, ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გახარია, ასევე სხვა სამინისტროების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები,  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკურ ბლოკსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის ყალიბდება გამჭვირვალე პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ხდება  სასამართლო ხელისუფლების როლის განხილვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნაწილში. „ყველა შევთანხმდით, რომ ეს პლატფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო, მის ქვეშ შესაძლებელია შეიქმნას თემატური ჯგუფები, რომლებიც მოგვცემენ უკვე საშუალებას, რომ ჩვენ ერთმანეთს ხელი შევუწყოთ, მოვახდინოთ სწორი კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან, მოვახდინოთ სწორი კომუნიკაცია ბიზნესთან, რათა სასამართლოს ჰქონდეს მაქსიმალური ნდობა და მიღებული გადაწყვეტილებები იყოს მაქსიმალურად სწორი“ - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ სასამართლოებში ამაღლდეს მოსამართლეთა კვალიფიკაცია, განსაკუთრებით ბიზნესდავების გადაწყვეტის ნაწილში. მისი თქმით, ყველას ძალიან კარგად აქვს გათავისებული, რომ სასამართლო ხელისუფლების სიძლიერე, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

„ყველა მხარემ დაადასტურა, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ახალი რეფორმები. ვისაუბრეთ პირველი რიგის ამოცანებზე ჩვენი მხრიდანაც და სასამართლო ხელისუფლების მხრიდანაც. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასამართლოსთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლოეს მომავალში იყოს უზრუნველყოფილი“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ბიზნესსექტორთან აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივით. საუბარი იყო ორმხრივ პრობლემებზე,  რომელიც აქვს ბიზნესს სამართალწარმოებისა და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ჩვენი მხრიდან საკითხი დავაყენეთ  ხარისხიანი, დროული და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის სასამართლოში არსებულ პრობლემებთან მიმართებაში,  რაც სასამართლოებში ჭარბი რაოდენობით შემოსულ საქმეებში, მოსამართლეთა სიმცირესა და ინფრასტრუქტურული პროექტების ნაკლებობაში გამოიხატება“ - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.

მისი თქმით, შეხვედრა შედეგიანი იყო იმ მიმართულებითაც, რომ განისაზღვრა ბიზნესსექტორთან რეგულარული შეხვედრები დავის სახეების მიხედვით.

„ძირითადად იყო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრობლემები დაყენებული. შევთანხმდით, რომ როგორც მოსამართლეთა სპეციალიზაციის, ასევე პროცესის მონაწილე მხარეთა ცოდნის გაუმჯობესების კუთხით იქნება  მომდევნო, საინტერესო შეხვედრები ზოგად პრობლებურ საკითხებთან მიმართებაში. ჩვენი სურვილია სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობა იყოს ადეკვატური რაც სამართალწარმოების პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.  

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics