14:11 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 15:22:01, 602 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს გენდერული მრჩევლებისთვის სემინარი იმართება

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გენდერულ მრჩეველთა სამდღიანი სემინარი - „გენდერული საკითხების ინტეგრირება უსაფრთხოების სექტორში და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაიხსნა.

სემინარის ფარგლებში ტრენერები გენდერული თანასწორობის ძირითად ცნებებზე, გენდერულ როლებზე, სტერეოტიპებზე და კონფლიქტის დროს გენდერული ნიშნით ძალადობასა და სექსუალურ ძალადობაზე ისაუბრებენ. ასევე განიხილავენ ნატოს პოლიტიკასა და ნატოს ახალ სამოქმედო გეგმას, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციასა და თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის პოლიტიკას.

სემინარი თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და უწყების ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით იმართება.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics