10:05 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 15:52:57, 1361 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში 29 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

თურქეთში 29 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა, - ამის შესახებ BBC წერს.

მედია საშუალების ინფორმაციით, სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე დროშები დაუშვეს.

ცნობისთვის, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. მედია საშუალებების ინფორმაციით, 239 ადამიანი დაშავებულია.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში გუშინ ტერაქტების სერია მოხდა.

სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics