14:41 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 16:49:12, 1303 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა თურქეთში ჩასვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთში ჩასვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის ბრძანება გასცა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. 

როგორც მედია საშუალება წერს, რუსი ტურისტებისთვის თურქეთში ვიზიტზე არსებული შეზღუდვების გაუქმება პუტინისა და მისი თურქი კოლეგის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი თემა იყო.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის აღსადგენადაა საჭირო, ამასთან, რუსეთის მთავრობა შესაბამის თურქულ უწყებებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

Reuters-ის ინფორმაციით, პუტინსა და ერდორანს შორის შეხვედრა "დიდი ოცეულის" სამიტამდე შედგება .

შეგახსენებთ, რომ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა 2015 წლის ნოემბერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაუარესდა, როდესაც თურქულმა ავიაციამ რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო.

როგორც ოფიციალური ანკარა ამტკიცებდა, თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა.  ცნობისთვის, დღეს რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა
კალაძე - ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს
კალაძე ოპოზიციას - თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენს მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების დაანონსებულ ზეიმზე მოსვლა?
კალაძე არსენალის მთის პროექტზე - 2011 წლიდან კომპანიაში არ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics