07:17 - 11 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 17:14:21, 918 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილმა საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო ფორუმის გამარჯვებული ქართველი მეცნიერი დააჯილდოვა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო ფორუმის (WSIS) საპრიზო კონკურსში გამარჯვებულ ქართველ მეცნიერს ნინო დემეტრაშვილს შეხვდა და მას სათანადო პრიზი გადასცა. 
შეხვედრას  ასევე დაესწრნენ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ჯაიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგამბულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ყუბუსიძე. 

ნინო დემეტრაშვილის პროექტმა  საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო ფორუმის - (WSIS) საპრიზო კონკურსის ერთ-ერთ კატეგორიაში გაიმარჯვა. კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილია ვეკუას სახელობის მათემატიკური ინსტიტუტის მიერ წარდგენილმა პროექტმა - „საიმედოობისთვის, სხვადასხვაგვარობისა და მემკვიდრეობითობისთვის ნდობის ინტერვალის გამოსათვლელი R-პროგრამული უზრუნველყოფა” (R-package to compute confidence intervals for heritability, reliability and heterogeneity) გაიმარჯვა კატეგორიაში: ელექტრონული მეცნიერება. პროექტის თანაავტორია პროფესორი ედვინ ვან დენ ჰუველი. გამარჯვებული პროექტი მოიცავს მათემატიკური სტატისტიკის თეორიულ და გამოყენებით ნაწილებს, რომლებიც გამოიყენება ბიოსამედიცინო და საინჟინრო სფეროებში, უფასოდ ხელმისაწვდომი პროგრამული უზრუნველყოფის სახით. 
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალგაზრდა ქართველ მეცნიერს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მისი წარმატება მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისათვის, რადგან ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველო თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მონაწილეა, ამ მხრივ სწორი მიმართულებით მოძრაობს და ვითარდება. „ჩვენი მიზანია, საქართველოში ნებისმიერ ახალგაზდა მეცნიერს, გამომგონებელს, ინოვატორს ჰქონდეს საკუთარი ინიციატივების და პროექტების ხორცშესხმის საშუალება. მსოფლიოს მომავალი ტექნოლოგიების განვითარებაშია, ეს საქართველოს მომავალიცაა - ჩვენ ამ პროცესის სრულფასოვანი მონაწილე უნდა ვიყოთ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 
წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის (ITU-ს 193 წევრი ქვეყანა) მთავრობებმა, კერძო სექტორმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, უნივერსიტეტებმა და სხვა.
2016 წლის WSIS-ის საპრიზო კონკურსი 5 ეტაპად ჩატარდა. თავდაპირველად მოხდა პროექტების წარდგენა ონლაინ ვებგვერდის საშუალებით. მომდევნო ეტაპზე ექსპერტთა ჯგუფმა ნომინანტი პროექტებიდან საუკეთესო 309 პროექტი შეარჩია. ონლაინ ხმის მიცემისა და გამარჯვებული პროექტების შერჩევის შემდეგ, ფორუმის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების დაჯილდოება გაიმართა. 
კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში სულ 18 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა, მათ შორისაა საქართველოდან წარდგენილი პროექტიც. პრიზების გადაცემის ცერემონიალი WSIS-ის  ფორუმის ფარგლებში ქ. ჟენევაში 2-6 მაისს ჩატარდა.

საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო ფორუმის - (WSIS) საპრიზო კონკურსი წარმოადგენს პლატფორმას, ის ავლენს წარმატებულ პროექტებს, რომლებიც მომავალში საინფორმაციო საზოგადოებას   WSIS დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარება და რომლებიც  გაეროს 17 ძირითადი ამოცანის მიღწევას ითვალისწინებს. ღონისძიება ყოველწლიურად იმართება  და მისი მასპინძელი და ორგანიზატორია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი - ITU, თანაორგანიზატორები - UNESCO (United Nations Educational, Scientific and Cultural Organization), UNCTAD (United Nations Conference on Trade and Development), UNDP (United Nations Development Programme) და გაეროს სხვა ორგანიზაციები. 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
18 საერთაშორისო ორგანიზაცია კობახიძეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიწვიონ კანონპროექტი და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება
კობახიძე - კანონის გაუქმებას ითხოვენ, რადგან არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, ეს გასაგებია, თუმცა ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება
შსს - ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ მელიასგან, ელისაშვილისგან, გვარამიასგან, ვაშაძისგან, ჯაფარიძისგან 1 200 ლარი მიიღო
კალაძე - საჭიროა შევიარაღდეთ სიმართლით და გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ქვეყნის წინაშე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics