12:07 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 17:30:51, 553 ნახვა

სხვადასხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი „კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის“ გამარჯვებულ გუნდს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის“ გამარჯვებულ გუნდს შეხვდა.

ახალგაზრდა მარკეტერებმა ნინო უნგიაძემ და ანა მარკოზაშვილმა საქართველოდან აღნიშნულ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.  

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions”-ის ახალგაზრდულ კონკურსში წელს საქართველო 4 კატეგორიაში მონაწილეობდა. ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებული გუნდები ივნისში კანში საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდნენ და საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის მოსინჯეს, ერთ-ერთმა გუნდმა კი ოქროს მედალი მოიპოვა. 

წელს Young Lions-ის ეროვნული შეჯიბრი ახალგაზრდა მარკეტერების სფეროში საქართველოში პირველად ჩატარდა. შეჯიბრი ტექნოპარკში გაიმართა. გამარჯვებული გუნდები საფრანგეთში, კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით გაემგზავრნენ. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალგაზრდა მარკეტერებს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მათ მიერ მომზადებული მარკეტინგული გეგმა კანის კონკურსზე იყო ყველაზე ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. „კანის 63-წლიანი ისტორიის განმავლობაში კანის სცენაზე პირველად აღიმართა ქართული დროშა და შესაბამისად, ჩვენ ქვეყანას დიდი გამარჯვება ერგო. ქართველები ნიჭიერები ვართ არა მარტო ხატვაში, ცეკვასა ან ან სიმღერაში, არამედ ციფრებში გამოხატულ შედეგში, რისი დასტურიცაა გამარჯვება კანის პრესტიჟულ კონკურსში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
გარემოს ეროვნული სააგენტო - ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics