12:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 18:02:56, 567 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი ბრიტანელ სამხედროს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს 160-ე ბრიგადის მეთაურს, მარტინ გემბლს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს უელსში გამართულ „ქვეით საველე სასროლო ბანაკის“ სწავლებაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის საკითხზე.

აღნიშნული სწავლება, სწორედ, უელსის 160-ე ბრიგადის მე-6 ქვეითი ბატალიონის ორგანიზებით ჩატარდა. ბრიგადის მეთაურმა წვრთნაში მონაწილე ქართველი სამხედროები მაღალ დონეზე შეაფასა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კი აღნიშნა, რომ მსგავს სწავლებებში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს, პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საბრძოლო, მომზადების კუთხით სიახლეები დანერგოს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ბრიტანელი სამხედროების საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე დაგეგმილ სწავლებებში მონაწილეობის საკითხიც განიხილეს.

„ბრიტანელი სტუმრების ჩამოსვლა საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენაა, ჩვენ კიდევ უფრო ვაღრმავებთ თანამშრომლობას. ეს ეხება როგორც ნატოს შემადგენლობაში ბრიტანელებთან ჩვენს თანამშრომლობას, ასევე მათთან ორმხრივ თანამშრომლობას. ჩვენი სამხედროები მუდმივად მონაწილეობენ ე.წ. მზვერავთა შეჯიბრებაში, რომელიც ტარდება უელსში, ბრიტანეთში. ჩვენი სტუმრები სხვადასხვა დანაყოფს წარმოადგენენ, ერთ-ერთი არის სარეზერვო დანაყოფი. მათი გამოცდილება მნიშვნელოვანია და ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა დღეს, როდესაც მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

შეხვედრის შემდეგ სტუმრები თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე კონფერენციას დაესწრნენ, რომელზეც, სწორედ, საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია განიხილება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TI - საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს
საქსტატი - 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
„თიბისის“ მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი „სიმეტრია ჯიქია“ შენდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics