11:29 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 18:12:15, 628 ნახვა

საზოგადოება
ათათურქის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით მგზავრთა პირველი ნაკადი 19:10 საათზე გამოფრინდება

სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებთ მგზავრთა პირველი ნაკადი 19.10 საათზე გამოფრინდება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გეგმავენ ინდივიდუალური გზებით ათათურქის აეროპორტიდან საქართველოში გამომგზავრებას, აეროპორტში არსებული დიდი რიგების გათვალისწინებით დადგენილ დროზე რამდენიმე საათით ადრე გამოცხადდნენ ქ. სტამბოლის ათათურკის საერთაშორისო აეროპორტში.

"ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით მგზავრთა პირველი ნაკადი სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ათათურკის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის დროით 18.10 საათზე გამოფრინდება. ამასთან საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში მიმართავს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გეგმავენ ინდივიდუალური გზებით ათათურკის აეროპორტიდან საქართველოში გამომგზავრებას, აეროპორტში არსებული დიდი რიგების გათვალისწინებით დადგენილ დროზე რამდენიმე საათით ადრე გამოცხადდნენ ქ. სტამბოლის ათათურკის საერთაშორისო აეროპორტში.
 
თბილისის მიმართულებით მგზავრების გადაყვანას ახორციელებს ავიაკომპანია „Turkish Airlines"  და ავიაკომპანია  "Atlasglobal".  მათ შორის ავიაკომპანია „Atlasglobal" აწარმოებს მოლაპარაკებას შესაბამის სამსახურებთან მგზავრთა რაოდენობის ერთიანად გადმოყვანის მიზნით. იმ შემთხვევაში თუ კომპანია "Atlasglobal"-ი ვერ მოახერხებს ყველა მგზავრის თბილისში დღეს დაბრუნებას  მათ ავიაკომპანიის ხარჯით დააბინავებენ სასტუმროში და გამოამგზავრებენ უახლოესი რეისით.
 
სტამბოლში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უკვე უზრუნველყო საქართველოს იმ მოქალაქეების გადაყვანა აეროპორტში, ვინც დახმარებისთვის მიმართა საკონსულოს. დღესვე თბილისის მიმართულებით განხორციელდება კიდევ ორი რეისი თურქეთის დროით 21.10 საათზე და 01:40 საათზე.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში (+90 541) 818 44 00, საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში (+90 312) 690-30-40), ასვე  საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაბზონში (+90 541) 326-22-26; ამასთან შეგახსენებთ, რომ ქ. სტამბოლში ისევე როგორც თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების დონე უმაღლეს დონეზეა აყვანილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. მედია საშუალებების ინფორმაციით, 239 ადამიანი დაშავებულია.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში გუშინ ტერაქტების სერია მოხდა.

სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics