07:05 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 19:34:34, 1464 ნახვა

მსოფლიო
თურქული მედია სტამბოლის აეროპორტზე, სავარაუდო ერთ-ერთი თავდამსხმელის ფოტოს ავრცელებს

თურქული გამოცემა „Hurriyet“ სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტზე სავარაუდო ერთ-ერთი თავდამსხმელის ფოტოს ავრცელებს.

ტერორისტი სტამბოლის აეროპორტის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

როგორც გამოცემა იუწყება, მიმდინარეობს ტერორისტის ვინაობის დადგენა, მისი ამოცნობა ფეხსაცმლის საშუალებით მოხდა, ტერორისტს ზამთრის ქურთუკი აცვია.

გამოცემა ასევე იუწყება, რომ არსებობს კიდევ ერთი თვითმკვლელი ტერორისტის ფოტო, რომელიც კამერამ სროლის დროს დააფიქსირა.

ცნობისთვის, გუშინ სტამბოლის აეროპორტში ტერაქტების სერია მოხდა, რომელსაც ბოლო მონაცემებით 41 ადამიანი ემსხვერპლა, 239 კი დაშავდა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics