00:13 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 19:45:40, 788 ნახვა

საზოგადოება
ფრანგული კომპანია „პეჟო“ ქართულ ბაზარზე დაბრუნდა

ფრანგული საავტომობილო  კომპანია „პეჟო“ ქართულ ბაზარზე დაბრუნდა. კომპანიის დაბრუნებასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით,  „პეჟოს“ (ჯორჯ ბალანჩინის#36) ცენტრში პრეზენტაცია გაიმართა. 

 ღონისძიება  „პეჟოს“  ოფიციალურმა იმპორტიორმა კომპანიის Lion Auto-ს დამფუძნებელმა გიორგი ცნობილაძემ გახსნა.  ამასთან, პრეზენტაციას დაესწრნენ:  საფრანგეთის ელჩი და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია,  ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე, "იბერია ბიზნეს ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგორიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

 აღსანიშნავია, რომ თბილისში იმყოფება ქვეყნების გაყიდვების დირექტორი  ალექსეი ტურნოვსკი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოში  პეჟოს ბრენდის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში.

კომპანია პეჟო  1810  წელს დაარსდა. ცენტრი გთავაზობთ ევროპული ავტომობილების ფართო არჩევანს, ასევე საუკეთესო სერვისს, ევროპაში სერტიფიცირებული მექანიკოსებით. "პეჟო" ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, ის ევროპის მეორე უდიდესი საავტომობილო კონგლომერატ "PSA პეჟო სიტროენის" ნაწილია. პეჟოს მოდელები გაყიდვებში ლიდერობენ და მათ შორის Peugeot 308 2015 წლის დეკემბრიდან გაყიდვების ერთპიროვნული ლიდერია.

 "პეჟოს" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ლოგო აქვს - ორ ფეზე მდგარი ლომი. ის კომპანიის პროდუქციას 1858 წლიდან ამშვენებს, ავტომობილებზე კი, ამ ემბლემას ყოველთვის დიზაინის ელემენტის როლი ეკისრა. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics