09:06 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 22:58:53, 483 ნახვა

სპეციალური ანონსი
30 ივნისის სპეციალური ანონსი

30 ივნისს, 09.00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

30 ივნისს, 11.00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დასკვნითი ტრანსრეგიონული კონფერენცია ჩატარდება.
თემა: „სტამბოლის პროტოკოლი და ბრძოლა დაუსჯელობასთან“.
მის: რუსთაველის გამზ. N13

30 ივნისს, 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება უწყებათაშორისი შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და OECD-ის დელეგაციას შორის. შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაუძღვება, განიხილება თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგისა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების ფარგლებში.

30 ივნისს, 12:00 საათზე, ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ოფისში ირაკლი ალასანია პარტიის ახალ წევრებს წარადგენს.

30 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ საჩივარს წარადგენს. 

30 ივნისს, 12:00 საათზე, მედიის წარმომადგენლებისთვის საგამოცდო სესიის პროცედურების სრული დემონსტრირება მოეწყობა, რომელსაც მედიის წარმომადგენლებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გააცნობს. მის: მუხიანის III მ/რ, N175-ე საჯარო სკოლა 
საკონტაქტო პირი თეიკო ანჯაფარიძე - 577 500 935

30 ივნისს, 12:00 საათზე, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ახალ, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამის სერვის-ცენტრს გახსნის.
მის.: ყაზბეგის გამზ.# 25

30 მაისს, 12:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ტრენინგის დასკვნით შეხვედრას უმასპინძლებს. 
მის.: გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქ. N73 
საკონტაქტო პირი ანანო წივწივაძე - 599563455

30 ივნისს, 13:00 საათზე, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია განახლებული ვებ-გვერდის და ინოვაციური სერვისების პრეზენტაციას გამართავს, ღონისძიებას, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. 
მის.: თავისუფლების მოედანი №4; სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“
საკონტაქტო პირი ლალი ლაშხი - 577 710 079

30 ივნისს, 13:00 საათზე, მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ახალი სერვის-ცენტრი გაიხსნება. ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე დაესწრება. 
მის: ისანი, კახეთის შესასვლელი N4 
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70 

30 ივნისს, 13:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თემის ლიდერებსა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. 
მის: ახალქალაქი, ლადო კეცხოველის ქუჩა

30 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე მასშტაბური პროექტის - „Check in Georgia” ფარგლებში, ახალციხელობის დღესასწაულზე, რაბათის ციხის ტერიტორიაზე ანსამბლ „შვიდკაცას“, სოფო და ბორის ბედიების, თემურ ყვითელაშვილისა და ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics