17:34 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 09:29:29, 467 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო უსაფრთხოების კუთხით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მორიგი ტერორისტული აქტის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, თურქ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან  უსაფრთხოების კუთხით, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.

„კიდევ ერთხელ მინდა დავიწყო დღევანდელი სხდომა სამძიმარის გამოთქმით ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მიმართ, მართლა საშინელება მოხდა. მგონია, რომ კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო უსაფრთხოების კუთხით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან არა მხოლოდ მათთან თანამშრომლობისთვის და ალბათ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური კონტროლი იყოს, რომ ასეთი რაღაცები არ მოხდეს. მინდა,  კიდევ ერთხელ გამოვთქვა მათ მიმართ გულწრფელი სამძიმარი. ტერორისტული აქტი არის საშინელება, ის არ ინდობს არც ეროვნებას, არც რელიგიას და არც ეროვნება და რელიგია გააჩნია ტერორიზმს. შეძრწუნებული ვართ ყველა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC სტამბოლის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, ტერაქტების სერიის შედეგად 239 ადამიანი დაშავდა.

სტამბოლის გუბერნატორის ცნობით, დაღუპულთა შორის თურქეთის 23 მოქალაქე და 13 უცხოელია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics