18:06 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 09:50:26, 571 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომა თურქი ხალხისთვის სამძიმრის გამოცხადებით დაიწყო

კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო უსაფრთხოების კუთხით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, და არა მხოლოდ მათთან, თანამშრომლობის კუთხით; ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალური კონტროლი იყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შეფასებისას განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა თურქ ხალხს სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და აღნიშნა, რომ ტერორიზმს რელიგია და ეროვნება არ გააჩნია.

„საშინელება მოხდა. მე მგონია, რომ კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო უსაფრთხოების კუთხით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და არა მხოლოდ მათთან თანაშრომლობისთვის. ალბათ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური კონტროლი იყოს, რათა ასეთი რაღაცები არ მოხდეს. მინდა, გამოვთქვა გულწრფელი სამძიმარი. ტერორიზმი არ ინდობს არავის, მას არც ეროვნება და არც რელიგია არ გააჩნია. შეძრწუნებულები ვართ ამ შემზარავი ფაქტით", - განაცხადა  პრემიერმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics