10:15 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 10:06:39, 597 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი აჭარაში სტიქიის შემდეგ არსებული ვითარებით დაინტერესდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აჭარაში სტიქიის შედეგებითა და მათი აღმოფხვრის სამუშაოებით დაინტერესდა. გიორგი კვირიკაშვილს  სტიქიის ზონაში არსებული ვითარება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გააცნო.

„ყველას მოგეხსენებათ, რომ ინტენსიური წვიმები იყო და კონკრეტულად არ ველოდებოდით, სად რა მოხდებოდა, მაგრამ უბედურებები რომ დაგვემართებოდა მოსალოდნელი იყო. ორ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში მოხდა სტიქია. იქ სამი ხიდია წაღებული, ორს ბურჯები აქვს გამოცლილი. ამ ხეობაში 5 ხიდი დაზიანდა, დასაშლელია და ახალია გასაკეთებელი. საშიში არაა, რადგან დასახლებულ პუნქტთან არ არის ახლოს. მეჯოგეებს გადაყავდათ საქონელი, გაკეთებულია და მათ ახლაც შეუძლიათ გადაადგილება. თუმცა ამ ხიდების აღდგენას დრო დასჭირდება. ცუდი მგომარეობაა შუახევში, იქ 4 ხიდია წაღებული, 4 სოფელია მოწყვეტილი- 320 კომლია. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაღალი გავლადობის მანქანებისთვის შემოვლითი გზა არის უკვე. ამ 4 ხიდიდან ერთია მნიშვნელოვანი, რომლის აღდგენაც სრულყოფილ კავშირს აღგვადგენინებს მოსახლეობასთან,. სამუშაოები დაწყებულია. აჭარა თავისი ძალებით აკეთებს, ჩვენ გვთხოვეს და საინჟინრო დახმარებას ვუწევთ მხოლოდ. ერთი სათხოვარია რომ რკინიგზიდან უნდათ ვაგონების ძალები”,-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს მიმართა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ფინანსური რესურსები მოიძიონ, რათა სტიქიის შედეგები მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოიფხვრას.

„კარგია რომ ადამიანური მსხვერპლი არ გვაქვს. თუ საჭიროა პროდუქტის მიწოდება, სასმელი წყალი, ყველაფერი ამ კუთხით მინდა გაიაროთ. სულ კავშირზე ვარ, ასევე მინდა ფინანსთა სამინისტროს მივმართო დამტებით თუ რამეა ფინანსური კუთით საჭირო მოვიძიოთ და მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა აღმოვფხვრათ ეს შედეგები. ვნახე კადრები და კატასტროფული მდგომარეობაა“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
ზელენსკი - მადლიერი ვარ აშშ-ის სენატის - ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება
აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics