17:37 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 10:30:27, 947 ნახვა

სამართალი
პრემიერმა დავალება გასცა, ბიზნესმენის მიერ ყურძნის თანხის შესაძლო მითვისების ფაქტი უმოკლეს დროში გამოიძიონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრს დაავალა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში  ბიზნესმენის მიერ, შარშანდელი ჩანაბარები ყურძნის თანხის შესაძლო მითვისების ფაქტი მოიკვლიოს.

კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა გამოიძიონ:

„ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში და მანავში, რამდენადაც ვიცი, შარშანდელი ჩანაბარები ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა, ყოველ შემთხვევაში არ არის მისული ადრესატამდე, რამდენადც ჩემთვის ცნობილია და მინდოდა,რომ სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის მეთხოვა მაქსიმალურად მოიკვლიოთ.თუ საჭირო იქნება ჩავრთოთ შესაბამისი უწყებები იმიტომ, რომ როდესაც სახელმწიფო სამკაოდ დეფიციტური რესურსის გამონახვას ახერხებს, რომ ჩვენ დავასუფსიდიროთ ყურძნის ჩაბარება არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს ამით. ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიოთ ეს საკითხი და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ჩართულობა, არის განხილვადი”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას თქმით, საუბარია 50-ზე მეტ მევენახეზე და ჯამში დაახლოებით, 200 000 ლარზე:

„საბოლოო ჯამში იყო გამოძიება და შესაბამისად არ გააჩნია ამ კომპანიას ის აქტივები, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ადამიანებს და თქვენს დავალებას მივიღებთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რაღაცა გამოსავალი ვიპოვოთ ისე, რომ მინიმალური იყოს ის ზარალი, რაზეც დღეს არის საუბარი. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია. იყო რამოდენიმე შემთხვევა”,-განაცხადა ოთარ დანელიამ.

„სამწუხარო არა, ამაზრზენი ფაქტია პირდაპირ იმიტომ, რომ ეს არის იმ ადამიანების ფულის მითვისება, ვინც ფქტობრივად, ამაზეა დამოკიდებული შემდეგ მთელი წელი. მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მოკლე დროში მოხდეს ამ საკითხის განხილვა“,-განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება
უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics