12:31 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 15:39:10, 513 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე: მეწარმეობის ხელშემწყობი ცენტრი იქმნება, რათა მარგიშვილს ხელფასი ჰქონდეს

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის შეფასებით, ალესანდრე მარგიშვილი ვიცე-მერის თანამდებობიდან კორუფციული ქმედებების გამოა გათავისუფლებული, თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი კი იმისთვის იქმნება, რომ მას ხელფასი ჰქონდეს.

აბესაძის თქმით, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მეწარმოების ხელშეწყობის ცენტრის პროექტის დამტკიცებას მხარს არ დაუჭერს.

„საკუთარ თანამშრომლებზე მოძალადე ალექსანდრე მარგიშვილი, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნა, ხშირად კორუფციის სკანდალებთან შემხებლობის გამო, მისთვის იქმნება სპეციალური ცენტრი და დაიხარჯება 2 მილიონ ლარზე მეტი, იმისათვის რათა მას ჰქონდეს ხელფასი და კვლავ მიეცეს საშუალება კორუფციული მაქინაციებით დაკავდეს თბილისის მერიაში. ასე რომ რა თქმა უნდა, ამ საკითხის მხარდაჭერა შეუძლებელი იქნება, მითუმეტეს დღევადნელ სიტუაციაში, როცა მართლაც უნდა ხდებოდეს ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა, როდესაც თბილისის მერიაში მსგავსი კომპეტენციის მქონე სხვა სამსახურებიც არსებობს. ასე რომ მარგიშვილის დასაქმების ბიუროს და ახალი შპს კორუფციის შემქნას თბილისის მერიაში ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“, - აღნიშნა აბესაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics