2015-03-02 16:22:30, 391 ნახვა
იუსტიციის სამინისტრო საარჩევნო სიის დაზუსტების მომდევნო ეტაპს იწყებს
„იუსტიციის სამინისტრო საარჩევნო სიის დაზუსტების მომდევნო ეტაპს იწყებს“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისისტრის თქმით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, შედეგად კი მოხდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრა და საარჩევნო სიების ამ გზით სრულყოფა. „პირველ რიგში, შემოწმდება გაორებული ჩანაწერები − მოხდება გარდაცვლილთა ფოტოსურათების დადარება, გაორებების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა. გაორებული ჩანაწერების შემოწმება განხორციელდება სრულწლოვნებისა და იმ არასრულწლოვნების მიმართაც, რომლებსაც 2016 წლის ნოემბრამდე უსრულდებათ 18 წელი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის უკვე განხორციელდა პროექტის პირველი ეტაპი „მონაცემთა ბაზაში არსებული გაორებების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა“, რომლის ფარგლებშიც გაუქმდა საარჩევნო ხმის უფლების მქონე სრულწლოვან პირთა გაორებული ჩანაწერები. იმავე პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად შეიქმნა ბიომეტრიული ფოტოსურათებიანი საარჩევნო სია, რაც საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელების თავიდან აცილების ერთ-ერთი მექანიზმია. საარჩევნო სიების დაზუსტების ამ ეტაპზე, ასევე, შედარდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში არსებული მონაცემთა ბაზები სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციასთან, რის შემდგომაც მოხდება გარდაცვლილ პირთა იდენტიფიცირება და შემდგომი საქმისწარმოება. დღეის მდგომარეობით, მცირე რაოდენობით, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მონაცემთა ბაზაში ინახება გარდაცვლილი მოქალაქის აქტიური ჩანაწერი. ასეთი შემთხვევები, ძირითადად, გვხვდება მაშინ, როდესაც მოქალაქე გარდაცვლილია საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში არ არის დარეგისტრირებული გარდაცვალების აქტი. საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში პრობლემას ქმნის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული საკონსულო სამსახურების მიერ გაცემული ისეთი დოკუმენტები, რომლებზეც არ ირიცხება ფოტოსურათები. ამიტომ მოხდება საკონსულო არქივების დიგიტალიზაცია და მოქალაქეთა ფოტოსურათების მონაცემთა ბაზაში განთავსება, რაც მასშტაბური სამუშაოა. მაქსიმალურად შემცირდება მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე ან უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერები. ის სრულწლოვანი პირები, რომელთა ფოტოსურათებიც არ ირიცხება არც სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და არც მატერიალურ არქივებში, გათავისუფლდებიან პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად დაწესებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან, საპროექტო გუნდი კი კოორდინაციას გაუწევს მოქალაქეთა ინფორმირებისა და დოკუმენტირების პროცესს. ბიომეტრიული ფოტოსურათების ბაზის არსებობა აუცილებელია სრულყოფილი საარჩევნო სიის შესაქმნელად. ამიტომაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი ტემპებით გაიცა ასეულობით ათასი ელექტრონული პირადობის მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი. დღეს 1,7 მილიონ მოქალაქეს აქვს ბიომეტრიული ფოტოსურათიანი პირადობის დამადასტურებელი უსაფრთხო დოკუმენტი. ასევე, შემცირდება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ურთიერთშეუსაბამო პერსონალური მონაცემები. ამ მიზნით მოხდება საპასპორტო და სამოქალაქო აქტების ბაზაში არსებული მონაცემების შედარება, რის შემდგომაც გამოვლენილ სავარაუდო შეუსაბამობაზე პროექტზე მომუშავე ჯგუფი დაუკავშირდება მოქალაქეს და კოორდინაციას გაუწევს უზუსტობის აღმოფხვრის მიზნით დაგეგმილ სამუშაოებს. საარჩევნო სიის დახვეწა სამისამართო რეესტრის შემდგომ მოწესრიგებასაც ითვალისწინებს. დამისამართების მასშტაბურ პროექტზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საჯარო რეესტრი ერთობლივად მუშაობენ. სამისამართო რეესტრის ამოქმედებამდე ქვეყანაში უამრავი აღურიცხავი, უმისამართო, არარსებული გეოგრაფიული ობიექტი და, ხშირ შემთხვევაში, დუბლირებული მისამართი არსებობდა. დაუზუსტებელი იყო თითოეულ მისამართზე მცხოვრებთა რაოდენობა. აქედან გამომდინარე, არსებობდა ბევრი ხარვეზი საარჩევნო სიაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან გომელაური - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას - ხაზგასმით ვამბობ, ეს დაუშვებელია
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაურია - პაპუაშვილმა სამადაშვილი გააძევა
გომელაური - ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც დეპუტატების, ისე აქციის მონაწილეების დაცვა
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 20-22 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
|
ომი უკრაინაშირუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|