07:10 - 11 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 18:44:38, 844 ნახვა

ეკონომიკა
პირველ კვარტალში, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 429.9 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით, 14.6 მილიარდი აშშ დოლარი (34.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 107.1 პროცენტია.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 429.9 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 605.0 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, რაც ძირითადად პირდაპირი ინვესტორის სესხის სააქციო კაპიტალში გადატანამ განაპირობა.

„კერძოდ, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.2 მლრდ აშშ დოლარი (14.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.4 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.5 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 219.4 მლნ აშშ დოლარი (519.6 მლნ ლარი; მშპ-ს 1.6 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 801.0 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.9 პროცენტი) და 655.6 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.8 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.0 მლრდ აშშ დოლარი (7.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 21.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.6 მლრდ აშშ დოლარი (10.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.7 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.3 მლრდ აშშ დოლარი (5.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.8 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 94.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 9.0 მლრდ აშშ დოლარი (21.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ–ს 65.8 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.7 მლრდ აშშ დოლარია (8.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.1 პროცენტია.

2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 180.8 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 3.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და საკურსო ცვლილებების გამო 3.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2016 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 219.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 202.8 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
18 საერთაშორისო ორგანიზაცია კობახიძეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიწვიონ კანონპროექტი და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება
კობახიძე - კანონის გაუქმებას ითხოვენ, რადგან არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, ეს გასაგებია, თუმცა ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება
შსს - ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ მელიასგან, ელისაშვილისგან, გვარამიასგან, ვაშაძისგან, ჯაფარიძისგან 1 200 ლარი მიიღო
კალაძე - საჭიროა შევიარაღდეთ სიმართლით და გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ქვეყნის წინაშე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics