21:58 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 18:50:14, 530 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: მომავალ ორ წელს მოვახმარ იმას, რომ ქართულ გერმანული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს

მომავალ ორ წელს ჩემი საპრეზიდენტო ვადისას, მოვახმარ იმას, რომ ქართულ გერმანული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ იოახიმ გაუკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის პრეზიდენტს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოკიდებულება გერმანიის მიმართ არის სტრატეგიული.

„ჩვენ ვხედავთ დიდი შესაძლებლობებს ორმხირვი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და იმ ძალიან კარგი საწყისის გაღრმავებისთვის, რომელიც უკვე ჩაყრილია ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. მე ვარ ქვეყანაში, რომელმაც პირველმა აღიარა 25 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობა. მე ვარ ქვეყანაში, რომელის წარმომადგენლებიც   200 წელია, ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში და ამდიდრებენ ჩვენს კულტურას. მე ვარ ქვეყანაში, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს დემოკრატიულ და სახელმწიფოებრივ განვითარებაში. ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ ასეთი ხანგრძლივი და სტაბილური მხადრაჭერისთვის. ჩვენ ქვეყნებს შორის არის ძალიან საინტერესო პროექტები, სტრატეგიული პროექტები, რომელთა გაღრმავებაც ნამდვილად ორივე სახელმწიფოს ინტერესებშია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, გერმანია არის ქვეყანა, რომელსაც  აქვს უმნიშვნელოვანესი როლი ევროპულ პროცესში.

„როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, ჩვენ დაინტერესებული ვართ სიღრმისეულად ეს პროცესი იყო წარმატებული და პერსპექტიული. საქართველო დაინტერესებულია ევროპის წარმატებაში, ევროპის ეკონომიკურ პოლიტიკური უსაფრთხოების გარღმავებაში და საქართველო მზად არის ამ პროცესში იყოს აქტიური მოთამაშე. ჩვენ ვართ ქვეყანა, არ შემოვიფარგლებით მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არამედ რეალურად ჩვენი კაცები და ქალები უნიფორმაში თავის სიცოცხლის ფასად იცავენ გლობალურ სტაბილურობას. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ევროპულ პროცესში ჩართვის ამბიცია აქვს. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ სირთულეზე, რომელიც აქვს საქართველოს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იოახიმ გაუკიმი მეუღლესთან ერთად საქართველოში დაპატიჟა. 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბერილინი ქართველ პოლიტიკოსებს განსაკუთრებით ღიად იღებს.

„გერმანიაში უკვე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მომავალ ორ წელს ჩემი საპრეზიდენტო ვადისა, მოვახმარ იმას, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics