2016-06-30 19:21:26, 629 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა თურქ ხალხს მიუსამძიმრა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა თურქეთის იუსტიციის მინისტრს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. მინისტრმა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა წერილში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო და აღნიშნა, რომ ტერორიზმი მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგაც ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს. ,,ვუსამძიმრებ დაღუპულთა ახლობლებსა და ოჯახებს, თურქ ხალხსა და მთავრობას. ეს არის გამოწვევა ყველა სახელმწიფოსთვის. საჭიროა ძალების მიმართვა პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანური მსხვერპლი და ტერორიზმის დამანგრეველი შედეგები“ - ნათქვამია წერილში. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|