16:31 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 19:47:20, 565 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი შიდაპარტიულ კვლევებზე: იძულებული ვიყავით, კვლევები გამოგვექვეყნებინა

„ქართული ოცნება“ შიდა პარტიული კვლევების გამოქვეყნებას არ აპირებდა, თუმცა იძულებული  ვიყავით, კვლევები გამოქვეყნებინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, კვლევებით სპეკულაციას ბოლო უნდა მოეღოს.

„საერთოდ  ვფიქრობ, რომ  კვლევებით სპეკულაციას ბოლო უნდა მოეღოს. ძალიან ხშირად, წინა გამოცდილებით ვნახეთ, რომ ეს კვლევები აცილებულია რეალურ შედეგს. ჩვენ გვქონდა  შიდა კვლევები, საერთოდ არ ვაპირებდით   გამოქვეყნებას, მაგრამ გაკეთდა განცხადებები, თითქოს ჩვენ გვეშინია კვლევების გამოქვეყნების, ამიტომ იძულებული გავხდით,  გამოგვექვეყნებინა“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ყველა პარტია სოციალოგიურ კვლევას მუდმივ რეჟიმში ატარებს და ეს მხოლოდ საარჩევნო პროცესს არ ეხება, ეს ეხება ქმედებებს, გადაწყვეტილებებს, თუ როგორ აისახება ეს საზოგადოებრივ აზრზე.

„ეს არის ნორმალური პროცესი, რომელიც ხდება ყველა ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი აღქმა და ეს აღქმა ემყარება ძალიან ბევრ შეხვედრას, საჯარო  შეხვედრებს, ქვეყნის რეგიონებში ძალიან აქტიურ მუშაობას, ჩვენ  შიდა კვლევებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მოვიპოვებთ აბსოლუტურ უმრავლესობას. ვნახოთ, რა რაოდენობაში იქნება ეს გამოხატული, მაგრამ ჩვენ მყარ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ვნახოთ , არჩევენები წინ არის. მთავარია  ერთი რამ - არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და დაფიქსირდეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველოს დემოკრატიზაციის", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

მისივე თქმით,  ხელისუფლება  ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩატარდეს მშვიდობიანი, უპირველეს ყოვლისა, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით 29 აპრილს განიხილავს
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics