01:55 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 22:20:48, 1205 ნახვა

მსოფლიო
Washington Post: ობამა რუსეთს სირიის საკითხზე სამხედრო თანამშრომლობას სთავაზობს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა რუსეთს სირიის საკითხზე სამხედრო თანამშრომლობას სთავაზობს, - ამის შესახებ სტატიას გამოცემა Washington Post-ი აქვეყნებს.

როგორც Washington Post-ის სტატიაში წერია, შეთანხმების ამოქმედების შემთხვევაში, გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ზოგიერთი ტერორისტის წინააღმდეგ იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთის ზეწოლით ასადის რეჟიმი შეწყვეტს ამერიკის მიერ მხარდაჭერილი აჯანყებულების დაბომბვას.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ აშშ რუსეთის საჰაერო ძალებს გაუზიარებს სამიზნეებს და ექნებათ კოორდინირებული გაფართოებული ავიადარტყმები ალ-ყაიდას სირიული ფრთის, ჯაბათ ალ-ნუსრას წინააღმდეგ, რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას ებრძვის.

"წინადადების მიხედვით, რომელიც პირადად პრეზიდენტ ობამამ დაამტკიცა და რომელსაც, მხარი დაუჭირა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, ამერიკის და რუსეთის სამხედროები უპრეცედენტო დონეზე ითანამშრომლებენ, რასაც რუსეთი ცდილობდა დიდი ხნის მანძილზე. სანაცვლოდ, რუსეთმა ასადის რეჟიმს გარკვეული სირიელი აჯანყებულების, რომელთაც ამერიკა არ თვლის ტერორისტებად, დაბომბვა უნდა შეწყვიტოს. ამერიკა რუსეთს ამ ჯგუფების კონკრეტულ ლოკაციებს არ მისცემს, მაგრამ განუსაზღვრავს გეოგრაფიულ ზონებს, რომლებსაც ასადის რეჟიმის საჰაერო დარტყმები არ უნდა შეეხოს", - წერია სტატიაში.

სტატიაში ასევე წერია, რომ თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი ამ გეგმის წინააღმდეგ წავიდა, თუმცა, საბოლოოდ იძულებული გახდა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაჰყოლოდა.

ცნობისთვის, შესაბამისი წინადადება [სირიის საკითხზე სამხედრო თანამშრომლობა] შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ორშაბათს, 27 ივნისს გაუგზავნა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics