23:25 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 09:31:03, 649 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას და წარმატებას უსურვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს.

 „დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტების ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება, ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებული მღელვარება ახლავს თან.

მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და თითოეულ თქვენგანს გისურვოთ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და წარმატება.

დარწმუნებული ვარ, თქვენ აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზანს და საქართველოს თქვენი სახით განათლებული და საამაყო თაობა ეყოლება“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

საქართველოს მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრი მუშაობს. აპლიკანტების რეგისტრაცია 08:00 საათზე, საგამოცდო პროცესი კი, 09:00 საათზე დაიწყო. წელს პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის ფურცლის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000-მდე სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500-ზე მეტი, პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე კი, 22 700-ზე მეტი პედაგოგი.

საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებშია გახსნილი: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ხულო, ახალციხე, ქუთაისი, გორი, თელავი, რუსთავი, ოზურგეთი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics