14:00 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 11:15:47, 514 ნახვა

პოლიტიკა
კახა კახიშვილმა სომხეთის პრემიერს პატიმართა მიმართ სახელმწიფოს ზრუნვის სტრატეგია გააცნო

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის მრავალწლიანი ურთიერთობები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო სამეზობლო პოლიტიკის საკითხებსა და როგორც საქართველოში, ასევე, სომხეთში ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებს, როგორც მმართველობის სფეროში, ასევე, კონკრეტული დარგების მიხედვით.

კახა კახიშვილმა ჰოვიკ აბრაჰამიანს საქართველოში სასჯელაღსრულების პოლიტიკა, განხორციელებული რეფორმები და პატიმართა მიმართ სახელმწიფოს ზრუნვის სტრატეგია გააცნო. მინისტრის თქმით, საქართველოში ახალი ხელისუფლების პირობებეში, ამ კუთხით მიდგომა მთლიანად შეიცვალა და სახელმწიფოს პრიორიტეტი  სასჯელის აღსრულების პროცესში, არა მსჯავრდებულთა მიმართ სადამსჯელო პოლიტიკა, არამედ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია გახდა, რაც განმეორებითი დანაშაულის პრევენციას და მსჯავრდებულის საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნებას უწყობს ხელს. მან სომხეთის პრემიერთან პენიტენციისა და პრობაციის სფეროების მიმართულებით, საჭიროების შემთხვევაში, ქართული გამოცდილების გაზიარების კუთხით მზადყოფნა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

გარდა ამისა,  კახა კახიშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრს არპინე ოვანისიანს და იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელს არტურ ოსიკიანსაც შეხვდა. მინისტრმა მათ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სომხეთის მხარე პრობაციის სისტემის, ასევე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სტრუქტურითა და მუშაობით დაინტერესდა, ვინაიდან სომხეთში პენიტენციური ჯანდაცვის პერსონალი უშუალოდ პენიტენციურ დეპარტამენტს ექვემდებარება, ამავე დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია პრობაციის სფეროც. გარდა ამისა, მათ გამოცდილების გაზიარების სურვილი დააფიქსირეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.

საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში არსებული ვითარების ადგილზე შესწავლის და გაცნობის მიზნით, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა სომხეთის იუსტიციის მინისტრი და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოში მოიწვია.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება
გომელაური - იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატის ზრდა
გომელაური - შსს ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას
გომელაური ელისაშვილზე - ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა - დაველოდოთ გამოძიებას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics