00:08 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 13:30:44, 605 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: საქართველოს განვითარებისთვის ასოცირების შეთანხმება ძალიან კარგი რეცეპტია

„საქართველოს ევროპული გზისთვის და  მისი განვითარებისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ძალიან კარგი რეცეპტია“,-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საქართველოს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომელიც  ახალი სტანდარტების  დამკვიდრებასა  უკავშირდება.

„საქართველოს ევროპული გზისთვის, მისი განვითარებისთვის როგორც კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებაზე, სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის,  არსებობს ძალიან კარგი რეცეპტი ეს არის ასოცირების შეთანხმება.

ჩვენ ეს დოკუმენტი მივიღეთ და  გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომელიც უკავშირდება სწორედ ამ ახალი სტანდარტების დამკვიდრებას და შემოტანას ჩვენს ეკონომიკაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ათწლეულების განმავლობაში ევროპული საზოგადოება ჩამოყალიბდა ყველაზე განვითარებულ და უსაფრთხოებასა და სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებულ საზოგადოებად. ეს საკანონმდებლო ბაზა ჩვენთვის ხელმისაწვდომია ასოცირების შეთანხმების ფორმით, რომელსაც ჩვენ თანდათანობით ვნერგავთ და ვახორციელებთ საქართველოს კანონმდებლობაში. ეს ემსახურება ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური  ცხოვრების გაუმჯობესებას  და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, ასოცირების სრულად ამოქმედების შემდგომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპეტენციაში არსებული საკითხები სრულად ამოქმედდება. რაც შეეხება სრულ ამოქმედებას, აქამდე მოქმედებდა ევროკავშირის როგორც ინსტიტუტების კომპეტენციაში არსებული საკითხები.  ახლა სრულად ამოქმედების შემდგომ უკვე წევრი ქვეყნების კომპეტენციაში არსებული საკითხები სრულად ამოქმედდება. ეს ერთის მხრივ უკავშირდება უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.  მაგრამ ასევე ეს არის ორმხრივი საკითხები, რომლებიც კულტურას, განათლებას და სხვა საკითხებს ეხება“,-დასძინა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება დღეიდან სრულად ამოქმედდა.

ამოქმედებულ მუხლებს შორისაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული ნაწილი, სადაც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ.

გარდა ამისა, სრულად ამოქმედდა მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, ასევე თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში, საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ, ტრანსპორტი, კორპორაციული სამართალი, გარემოს დაცვა, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, განათლება და ჯანდაცვა, კორპორაციული მმართველობა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics