07:35 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 13:44:15, 488 ნახვა

პოლიტიკა
იანოშ ჰერმანი: აღფრთოვანებული ვართ იმ მიღწევებით, რომელიც საქართველომ განახორციელა

„ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი ახორციელებს“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანიმა ასოცირების სრულად ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჰერმანის თქმით, ასოცირების შეთანხმება უზრუნველყოფს ურთიერთობებს სამი მიმართულებით: რეფორმებეი, ღირებულებები და საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი მომავალი.

„ასეთ ღონისძიებაზე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა  ქართულად ისაუბროს, ბოდიშს გიხდით, რომ არ შემიძლია ქართულად საუბარი, მაგრამ ვცდილობთ და ვსწავლობთ.  ბევრს გაუკვირდა, რომ ასოცირების შეთანხმება დღეს შევიდა ძალაში. გასულ წელს ძალიან ბევრი გავაკეთეთ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.აღფრთოვანებული ვართ და ვაფასებთ იმ მიღწევებს, რაც საქართველომ განახორციელა რეფორმების თვალსაზრისით. ასოცირების შეთანხმება არის ჩვენი ურთიერთობების ქვაკუთხედი. ასოცირების შეთანხმება ეს არის პროცესი, რომელიც დაფუძნებულია ქართველი ხალხის სურვილზე. ასოცირების შედეგები ზოგი სახეზეა, ზოგი მალე იქნება.  ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო და ქართველი ერი ახორციელებს“,-განაცხადა  ჰერმანმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე ელისაშვილზე - ყველას ვთხოვ, ვინც კი მისმენს თავი დაანებეთ, პირიქით, დაინახავთ სადმე გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს
შსს - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 14 პირი დააკავა
პარლამენტის წინ სტუდენტთა ნაწილი მჯდომარე აქციას მართავს
ვაჟა სირაძე - პარლამენტთან დაკავებული არიან პირები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics