18:21 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 15:25:52, 517 ნახვა

პოლიტიკა
გიგი წერეთელი: რუსული დელეგაციის მხარდაჭერა ჩემთვის მოულოდნელი იყო

„ვერ გეტყვით, თუ რა ტაქტიკური სვლაარუსული დელეგაციის მხრიდან, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა გიგი წერეთელმა ეუთოს სესიის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის დელეგაციის  მხარდაჭერა განპირობებულია იმით, რომ ეუთოს საპარალამენტო ასამბლეის სესია საქართველოში ტარდება.

„მათი მხარდაჭერა  ჩემთვის მოულოდნელი. ალბათ თვლიან, რომ სწორი პოლიტიკური სვლაა. სესიაზე ერთ-ერთი მთავარი თემები ტერიტორიული მთლინობა და ქვეყნის სუვერენიტეტია. სწორედ ამ საკითხებზე რუსეთთან ბევრი კამათი გვქონია. ჩვენი ქვეყნის ბევრი ტერიტორია არის ოკუპირებული და აქ გვაქვს პრინციპული პოზიცია. თუ კი კონსტრუქტივიზმი პოლიტიკაში ორმხრივია და ჩვენ ვხედავთ  რუსეთის მხრიდან პოლიტიკის შეცვლის ნაბიჯებს, ჩვენც რა თქმა უნდა შესაბამისი ნაბიჯებით ვუპასუხებთ“,-განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, საქართველოს შესახებ რეზოლუცია არის დამადასტურებელი იმისა, თუ რა ხედვა აქვს საქართველოს  ევროპული ოჯახის განვითარებაში.

„პოლიტიკა უნდა ავაგოთ იმ პრინციპებზე თუ რისთვისაც ჩვენ აქ შევიკრიბეთ. ჩემთვის ყველანაირი პოლიტიკური თამაში მთავრდება იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურა „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა. გიგი წერეთელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, იგივე მოუწოდა ეუთოში საქართველოს დელეგატებს. რაც შეეხება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას, ისინი წერეთლის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ბიზნესი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ჩვენი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის რეკეტის დასრულებაა
კობახიძე - არ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე - რასა, რომელიც ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია
წილოსანი - საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა
„თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics