13:33 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 15:36:02, 603 ნახვა

სამხედრო
კურსი „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ დასრულდა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიისა და კრენფილდის უნივერსიტეტის ორგანიზებული კურსი „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის დახურვის ცერემონიალი „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. სემინარის მონაწილეებს სიტყვით ტრენერმა, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა დევიდ შუტერმა და დიდი ბრიტანეთის სპეციალურმა მრჩეველმა თავდაცვის საკითხებში ალექსანდრა ლუის პოლიმ მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები ალექსანდრა ლუის პოლიმ და თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო ბაქრაძემ გადასცეს.

სემინარის მონაწილეები უსაფრთხოების სექტორის მმართველობის პრინციპებსა და მეთოდებს დაეუფლნენ, ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. კურსი სამინისტროებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე თანამშრომლობასა და კოორდინაციას უწყობს ხელს. სემინარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რვა თანამშრომელთან ერთად უკრაინისა და აზერბაიჯანის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მაღალი და საშუალო რგოლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სწავლება გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიისა და კრენფილდის უნივერსიტეტის ორგანიზებით უკვე მეექვსედ ჩატარდა. პროგრამის მიზანი უსაფრთხოების სისტემის მმართველობის უზრუნველსაყოფად სტრუქტურისა და პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენის აპარატი, ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს
პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა უჩივლა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან
პრეზიდენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს ვეტო დაადო
პაპუაშვილი - ამ აქციებმა და აქციების ორგანიზატორების გაუმჭვირვალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა კანონის საჭიროება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics