03:46 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 18:49:05, 575 ნახვა

სამხედრო
გენერალურ შტაბს წვრთნებისა და სამხედრო განათლების ახალი სარდალი ჰყავს

გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირად შემადგენლობას წვრთნებისა და სამხედრო განათლების ახალი სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია წარუდგინა.

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პოლკოვნიკ შალვა ბაჯელიძეს გაწეული  სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მან ახალ თანამდებობაზე პოლკოვნიკ ლევან ბერიას წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ცვლილებები როტაციის წესით განხორციელდა.  წვრთნებისა და სამხედრო განათლების ახალი სარდალი სპეციალური შერჩევის საბჭოს მიერ შეირჩა.

პოლკოვნიკი ლევან ბერია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობს. 2012 წლის დეკემბრიდან ის ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაური იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეით ბრიგადაში, გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტსა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ ოპერატიულ დაჯგუფებაში. 2008–2009 წლებში პოლკოვნიკმა ბერიამ  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის მართვის აკადემიაში გენერალური და საადმირალო შტაბების სამსახურების სწავლების ინტერნაციონალური კურსი გაიარა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics