13:09 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 16:03:01, 480 ნახვა

პოლიტიკა
"ეუთო-მ არათუ ვერ შეძლო რუსეთის აგრესიის შეჩერება, არამედ თავადაც აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიიდან განდევნილი"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ეუთო-მ ვერ მოახერხა 2008 წელს რუსეთის აგრესიის შეჩერება და თავად იქნა საქართველოდან განდევნილი.

როგორც ეუთო-ს 25-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს დავით უსუფაშვილმა განაცხადა, დროა საერთაშორისო საზოგადოება დაფიქრდეს ეუთო-ს სამომავლო ტრანსფორმაციაზე, რათა იგი უსაფრთხოების და თანამშრომლობის მზარდ დეფიციტს უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს.

"სწორედ ასე მივიღეთ ჰელსინკის პროცესიდან ჯერ კონფერენცია, შემდეგ ორგანიზაცია თავის საპარლამენტო ასამბელით. დროა, დავფიქრდეთ, თანამედროვე ეპოქამ ხომ არ მოიტანა ეუთო-ს შემდგომი ტრასფორმაციის აუცილებლობაც, რათა იგი უფრო ეფექტურად გაუმკვალდეს უსაფრთხოების და თანამშრომლობის მზარდ დეფიციტს. ამ მოსაზრებისკენ გვიბძგებს მაგალითად საქართველოს შემთხვევა. ეუთომ არათუ ვერ შეძლო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის პრევენცია და მისი შეჩერება, არამედ თავადაც კი აღმოჩნდა განდევნილი საქართველოს ტერიტორიიდან. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ქართველების ეთნიკურ წმენდას თბილისიდან ეუთოს მისიის წმენდაც მოყვა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთო-მ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აღარ მიანიჭა სამშვიდობო ძალების სტატუსი, როგორც ეს საქართველოში წლების განმავლობაში ხდებოდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა
ვაშაძე - ვის უტარებთ აქციას, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? - დამთავრებულია თქვენი საქმე!
ირაკლი ქარქაშაძე Routes Europe 2024-ის ფარგლებში ავიაკომპანია Transavia-ს მენეჯმენტს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics