05:02 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 16:06:05, 878 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზასა“ და Deutsche Bahn-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და Deutsche Bahn-ის (დოიჩე ბანი) საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა  ნიკო ვარბანოფმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია მწერალთა სახლში გაიმართა, სადაც ასევე გერმანელი ბიზნესმენების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა იყო დაგეგმილი.

მხარეებს შორის მემორანდუმის გაფორმებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრებოდნენ.

საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, სატრანსპორტო სფეროში იგეგმება Deutsche Bahn-ის, როგორც წარმატებული პარტნიორის შემოყვანა, რომელიც ჩინეთ-ევროპას შორის მოძრავი ბლოკმატარებლების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია. Deutsche Bahn-ი ტრანს-კასპიურ დერეფანს განიხილავს როგორც მნიშვნელოვან და პერსპექტიულ პარტნიორს. ამასთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს სპარსეთის  ყურე - ევროპის ახალი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას. მხარეები თანხმდებიან, რომ ტვირთის ნებისმიერი მიმართულებით გადასაზიდად, ჩვენი დერეფანი ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად გამოიყენონ.

„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გერმანიის რკინიგზა და მასთან აპერირებული კომპანიები ევროკავშირის სატრანსპორტო სისტემის მთავარ ხერხემალს წარმოადგენენ. აქედან გამომდიანრე, ჩვენი კომპანიის მათთან ურთიერთობა აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ორი  ძირითადი  მიმართულებით თანამშრომლობას ვაპირებთ.  ეს ეხება ტრანს-კასპიურ დერეფანს, თანამედროვე აბრეშუმის გზას და  ეს, ძირითადად,  იქნება საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთიდან ევროკავშირის მიმართულებით და უკან.  მეორე მიმართულება  ახალი დერეფნის -  სპარსეთის ყურედან შავი ზღვის მიმართულებით -  განვითარებას ითვალისწინებს. ტრადიციულად ვაჭრობა ირანსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის  მაღალია და ჩვენ გვსურს, რომ ამ ვაჭრობის დიდმა ნაწილმა ჩვენი სატრანსპორტო სისტემა გაიაროს“, -  განაცხადა ს/ს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს რკინიგზასა და Deutsche Bahn-ს შორის ურთიერთობის პირველი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის დელეგაცია გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ბერლინში, დოიჩე ბანის სათავო ოფისს ეწვია. ჩვენს დერეფანში მიმდინარე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პროექტების გაცნობის შემდეგ, გერმანულმა მხარემ გამოხატა უდიდესი ინტერესი და გამოთქვა სურვილი აქტიური მონაწილეობა მიეღო დერეფნის განვითარების პროცესში. მიმდინარე წლის მაისში, საპასუხო ვიზიტით, საქართველოს გერმანული დელეგაცია ეწვია. სტუმრობისას, გერმანულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა სიღრმისეულად გაცნობოდა საქართველოს რკინიგზის პროექტების მიმდინარეობას. საბოლოოდ, ამ პროცესების შეფასებამ, ქართული და გერმანული რკინიგზის წარმომადგენელთა მაღალმა ინტერესმა, თანამშრომლობის სურვილი ბუნებრივად გააჩინა. მემორანდუმი არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც მხარეები ერთობლივი პროექტების განხორციელებისკენ გადადგამენ.

 

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი​“ ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics