11:33 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 16:23:07, 899 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილმა და შტაინმაიერმა ორი ქვეყნის „მრგვალ მაგიდაში“ მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მონაწილეობა მიიღეს მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც საქართველოს-გერმანიის  ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნა. 

შესავალ სიტყვაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში და განაცხადა, რომ ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მეგობრულ და მჭიდრო ურთიერთობებს მრავალი მიმართულებით. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე მიესალმა გერმანული კომპანიების დაინტერესებას საქართველოს ბაზრით. 

მრგვალ მაგიდაზე მხარეებმა ისაუბრეს ზოგად პლატფორმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველოში მეტი გერმანული ინვესტიცია შემოვიდეს. ბოლო სტატისტიკით, საქართველოს ეკონომიკაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან 350 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციაა შემოსული, რაც შეეხება სავაჭრო ბრუნვას, ორ ქვეყანას შორის ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.   
პირველი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალი საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულზე გაცილებით დიდია. მისი თქმით, ქართული მხარე მიესალმება მეტი გერმანული ინვესტიციის განხორციელებას საქართველოს ბაზარზე, რაც შეუწყობს ქვეყანაში როგორც ცოდნის შემოსვლას, ისე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. 

მრგვალ მაგიადას ორი ქვეყნის სამთავრობო და  ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილერი - ეს კანონპროექტი ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს
პაპუაშვილი - მოწმე ვართ, დეზინფორმაციული შტურმისა საზოგადოებაზე - არის მცდელობა, მსჯელობა ყვირილით გადაფარონ
ზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
კრამონი - რუსული კანონი ძალიან მკაფიოა - ის საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატობას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics