14:19 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 18:19:26, 609 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: "სამხრეთ ოსეთის" გავლით სომხეთისა და რუსეთის დაკავშირება რიგ კითხვებს ბადებს

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, "სამხრეთ ოსეთის" გავლით სომხეთისა და რუსეთის დაკავშირება მთელ რიგ კითხვებს ბადებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" ექსპერტმა განუცხადა, აუცილებელია, ფორმალურად მაინც დაცული იყოს ქვეყნის სუვერენიტეტი. ამისათვის კი საჭიროა, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო და ადგილობრივ სამართლის სპეციალისტებთან გაიარონ კონსულტაციები.

სოსო ცინცაძე გარემოს დაბინძურების საკითხსაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ, შეიძლება, საქართველოს სერიოზული პრობლემები შეექმნას.

"რკინიგზის თემასთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვას. საკითხავია როგორ მოხდება ეს ყოველივე - სომხეთს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს, ჩვენ არა. ყველაფერი ისე უნდა იყოს, რომ ფორმალურად მაინც დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და არ დაზიანდეს საქართველოს ინტერესები. მე არ ვიცი საგარეო საქმეთა სამინისტროში თუ ყავთ მსგავსი სპეციალისტები. მე ვიცი, რომ ენდოკრინოლოგები, სანტექნიკები ბევრნი არიან და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი თუ ყავთ არ ვიცი. ამ თემასთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო. ტრანზიტული მიმოსვლა ორლესული მახვილია, ერთის მხრივ ქვეყანა ხდება სატრანზიტო არტერია, მაგრამ აქ უკვე მთელი რიგი ნორმებია დასაცავი. მთელი სომხეთი და რუსეთი აქედან დაიწყებს სიარულს. ისედაც დანაგვიანებულია და დაბინძურებულია ჩვენი გარემო და ახლა კიდევ სომხების ათიათასობით ტურები გვინდა?! ჩვენთან მალე ტექდათვალიერება შემოვა და სომხების მანქანას ვინ შეამოწმებს?! ხომ არ იქცევა ეს ყველაფერი კორუფციის წყაროდ?! უნდა გავითვალისწინოთ შემოვლითი გზები როგორ იქნება, ამ უბედურ ნარმანიას თბილისში პროსპექტი ვერ დაუგია და ის ახლა შემოვლით გზებს მიხედავს?! გარდა ამისა, ძალიან ბევრი იურიდიულ-სამართლებრივი კითხვები წამოიჭრება. რაც შეეხება საქართველოს სხვა მეზობლებს, პირველ რიგში ჩვენ არ უნდა უნდა დავზარალდეთ და შემდეგ უნდა ვიფიქროთ სხვის ინტერესებზე", - აცხადებს სოსო ცინცაძე.

ცნობისთვის, სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა განაცხადა, რომ სომხეთი საქართველოსთან და რუსეთთან, "სამხრეთ ოსეთის" გავლით, სომხეთის მოქალაქეებისთვის გზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მოლაპარაკებების შესახებ ინფორამცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც დაადასტურა.

„ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება სომხეთთან და მოგეხსენებათ, რომ დევდორაკის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა განადგურებულია. ალბათ ორი კვირა მაინც დასჭირდება მის აღდგენას. ამით პრობლემა ექმნებათ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ექპორტიორებს ხილის გატანის კუთხით და ასევე პრობლემა შეექმნათ სომხეთის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის აუცილებელია, ვიყოთ საიმედო პარტნიორი. სწორედ ამიტომ, მე მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარი და მათი წინადადება იყო, რომ დაელაპარაკებოდნენ რუსეთის მხარეს, რათა დროებით, მაქსიმალურად უმტკივნეულო რეჟიმში, სტატუსის შეხების გარეშე მოხდებოდა არხის გახსნა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა განმარტა, სომეხმა კოლეგებმა აცნობეს, რომ რუსეთის მხრიდან არაადეკვატური პასუხი მიიღეს.

„სომხურმა მხარემ არაადეკვატური პასუხი მიიღო. ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით ამ გზის გამოყენებაზე.  შესაბამისად, რუსეთის მიმართულებით ტვირთი შავი ზღვის მეშვეობით გადის“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წარმოუდგენელი შესაძლებლობები და საოცარი შესრულება - ახალი Porsche Taycan საქართველოშია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე 2 უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
თორნიკე რიჟვაძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
მდინარაძე - ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics